19:49 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-06-01 15:19:35, 1721 ნახვა

საზოგადოება
ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 8 ახალი ავიაკომპანია გეგმავს

2017 წლის ზაფხულის ტურისტულ სეზონზე ბათუმის მიმართულებით ფრენებს 8 ახალი ავიაკომპანია გეგმავს. 

ბათუმის აეროპორტს ახალი ფრენები, კიევის, მოსკოვის, ჩერეპოვეცის,  ს. პეტერბურგის, დუბაის, ბეირუთისა და თეირანის მიმართულებით ემატება.

ვარშავის მიმართულებით პირველი რეისი Small Planet Airlines 26 მაისს შეასრულდა. 
 
ფრენების განრიგი:
 
•    Nordstar Airlines - მოსკოვი-ბათუმი-მოსკოვი 2 ივნისიდან (ორშაბათი, ოთხშაბათი პარასკევი)
•    Severstal - ჩერეპოვეცი- ბათუმი - ჩერეპოვეცი 3 ივნისიდან (შაბათი)
•    Nordavia - ს.პეტერბურგი- ბათუმი - ს.პეტერბურგი 7 ივნისიდან (შაბათი)
•    Anda Air - კიევი-ბათუმი- კიევი 14 ივნისიდან (ოთხშაბათი, შაბათი)
•    Aseman Airlines -  თეირანი-ბათუმი-თეირანი; 21 ივნისიდან (ოთხშაბათი)
•    Fly Dubai - დუბაი-ბათუმი-ბათუმი;   22 ივნისიდან (სამშაბათი, ოთხშაბათი, შაბათი)
•    Wings of Lebanon - ბეირუთი- ბათუმი- ბეირუთი; 25 ივნისიდან (ოთხშაბათი,კვირა)
 
გარდა ახალი ავიაკომპანიებისა და მიმართულებებისა, ფრენები ისევ განხორციელდება ისრაელიდან, ბელარუსიდან, უკრაინიდან, რუსეთიდან, ყაზახეთიდან, თურქეთიდან, ირანიდან, არაბეთის გაერთიანებული საიმიროებიდან.  ზაფხულში  ბათუმის საერთაშორისო აეროპორტიდან  20-მდე სხვადსახვა მიმართულებით ფრენებს 23 ავიაკომპანია შეასრულებს.
 
ასევე აღსანიშნავია, რომ ზაფხულის სეზონზე ფრენების სიხშირე გაზარდა ELAL, Ural Airlines და S7 ავიახაზებმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ყაზახეთმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო
ევროპარლამენტის ანგარიშში ირაკლი ღარიბაშვილის გვარიც მოხვდა - რა წერია მასზე
თიბისი ტექსკლა - მოსწავლეებისთვის ხელოვნური ინტელექტის შესწავლის ახალი შესაძლებლობები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics