2017-06-01 12:04:27, 2195 ნახვა
პოლიტიკა საზოგადოება
მთავრობა მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის წარდგენის საკითხს განიხილავს
მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე „2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქართველოდან ასარჩევი მოსამართლის კანდიდატურების ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისთვის წარდგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტს განიხილავს.
დღის წესრიგით სულ 25 საკითხის განხილვაა გათვალისწინებული.
მათ შორისაა, ასევე, რეგიონული განვითარების სამთავრობო კომისიის წინადადება გორის, ამბროლაურის, მცხეთის, ოზურგეთის, თელავის, ახალციხისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტების შექმნასთან დაკავშირებით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან