13:49 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-31 18:31:15, 2039 ნახვა

პოლიტიკა
იაპონიის სახელმწიფო მინისტრი: საქართველოს ბიზნეს გარემო ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტოკიოში შეხვედრა გამართა იაპონიის საგარეო საქმეთა სახელწმიფო მდივანთან ნობუო კიშისთან.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავს და კმაყოფილებით აღნიშნეს, რომ ამპერიოდში იაპონია-საქართველოს ორმხრივმა ურთიერთობებმა ბევრი მიმართულებით შეიძინა  ბრწყინვალე ხასიათი. 
 
საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განსაკუთრებით აღნიშნა იაპონიის მნიშვნელოვანი ფინანსური და ტექნიკური კონტრიბუციასაქართველოს განვითარების სფეროში, ასევე იაპონიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისმიმართ. აღინიშნა ორი ქვეყნის წარმატებული თანამშრომლობა საერთაშორისო ფორმატებში. 
 
მხარეებმა ისაუბრეს ბოლო პერიოდში მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლის მზარდ დინამიკაზე, ხაზი გაესვა საქართველოშიიაპონიის მხრიდან ასევე უმაღლესი თანამდებობის პირების ვიზიტების მნიშვნელობას.  
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა იაპონიის მხარეს გააცნო საქართველოს წარმატებები ევროპული და ევრო-ატლანტიკურიინტეგრაციის პროცესში. შეხვედრისას მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განვითარებისშესაძლებლობებზე. განსაკუთრებული დაინტერესება გამოხატა საქართველოს საინვესტიციო და ბიზნეს შესაძლებლობებით, მათ შორისსაქართველოს ჩართულობით საერთაშორისო სატრანსპორტო პროექტებში და თანამშრომლობაზე ენერგო სექტორში. 
 
იაპონიის სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა საქართველოს წარმატებული რეპუტაცია საერთაშორისო ასპარეზზე, რაც კარგ შესაძლებლობასქმნის თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის. 
 
"იაპონიაში საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ქვეყნებს შორისარსებული ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება და ასეთი მაღალი დონის ვიზიტები კვლავ გაგრძელდება. ასევე მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს ბიზნეს გარემო ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს საერთაშორისო საზოგადოებაში და საქართველოიაპონური კომპანიებისთვისაც ძალზე მიმზიდველია. მინისტრის იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში ბევრ იაპონურ კომპანიას მოინახულებს დაასევე გაიმართება ბიზნეს სემინარი. ეს ვიზიტი დიდ წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფროგაძლიერებაში" - განაცხადა კიშიმ. 
 
იაპონიაში ვიზიტის ფარგლებში 1 ივნისს გაიმართება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის და იაპონიის საგარეოუწყების ხელმძღვანელის ფუმიო კიშიდას შეხვედრა, ასევე საზეიმო ვითარებაში აღინიშნება საქართველო-იაპონიის დიპლომატიურიურთიერობების 25 წლის იუბილე. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics