2017-05-31 00:36:52, 2156 ნახვა
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის წინ ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართება
31 მაისს 11:00 საათზე მთავრობის ადმინისტრაციის წინ ჟურნალისტების სოლიდარობის აქცია გაიმართება სადაც მხარს, ფგან მუხთარლის დაუჭერენ.
"გამოვუცხადოთ სოლიდარობა აზერბაიჯანელ ჟურნალისტს და აქტივისტს აფგან მუხთარლის და მოვითხოვოთ ინფორმაცია მის გაუჩინარებასთან დაკავშირებით." -ნათქვმია განცხადებაში.
აფგან მუხთარლი 29 მაისს თბილისში დაიკარგა და მეორე დღეს ბაქოში აღმოჩნდა დაკავებული ისე, რომ მისი საიდენტიფიკაციო დოკუმენტები თბილისში დარჩა.
აზერბაიჯანელი კარიკატურისტ გუნდუზ აღაევის კარიკატურა
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან