18:34 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-05-22 17:48:13, 2095 ნახვა

სამართალი
სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებს სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსის სერტიფიკატები გადაეცათ

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო სამკვირიანი სასწავლო კურსი გაიარეს. სწავლება შინაგან საქმეთა სამინისტროსა და თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში, პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ჩატარდა. კურსს ამავე სკოლის ინსტრუქტორები უძღვებოდნენ.

სწავლების დახურვის ცერემონიალს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, პოლიციის პოლკოვნიკი ზურაბ ჭაბაშვილი და თავდაცვის სამინისტროს პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ გოლეთიანი დაესწრნენ. მათ კურსდამთავრებულებს სწავლების დასრულება მიულოცეს, შემდეგ კი შესაბამისი სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადასცეს.

სწავლების განმავლობაში სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლები მთიან რელიეფზე გადაადგილებას, დაბრკოლებებისა და მდინარეების გადალახვას, კლდეზე ცოცვას, მთაგორიან რელიეფზე მარშრუტის შერჩევისა და დაგეგმვის ტექნიკას დაეუფლნენ.

სასწავლო კურსის მიზანი იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტის თანამშრომელთა ფიზიკური მომზადების და სამთო უნარ-ჩვევების გაუმჯობესება.

 

 

 

(NS)

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
POG: მუქარის განხორციელების ფაქტზე ლაზარე გრიგორიადისს ბრალდება წარედგინა
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics