02:43 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-30 13:00:20, 2041 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ანდჟეი დუდა მარგველაშვილს: კმაყოფილება მინდა გამოვხატო, რომ თქვენთან ერთად, თავისუფალ საქართველოში ვიმყოფები

„დიდი კმაყოფილება მინდა გამოვხატო უბრალო პოლონელი კაცისა, რომ მე თქვენთან ერთად ვიმყოფები, თქვენს გვერდით, თავისუფალ საქართველოში“,-ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანდჟეი დუდამ   პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გამართული ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

დუდას თქმით, საქართველოში მის ვიზიტს თან სდევს დიდი პოლონელების მარშალისა და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი.

"დიდი კმაყოფილება მინდა გამოვხატო უბრალო პოლონელი კაცისა, რომ მე თქვენთან ერთად ვიმყოფები, თქვენს გვერდით, თავისუფალ საქართველოში. რამდენიმე დღის წინ თქვენ იზეიმეთ 25 წლისთავი თქვენი დამოუკიდებლობის კვლავ დაბრუნებისა და სულ მალე 100 წლისთავსაც ვიზეიმებთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების განახლებისა, რომელიც რეალურად 1919 წელს დაიწყო დიდი პოლონელის მარშალ ვისოცკის მეშვეობით მოხდა. ჩვენი ურთიერთობა 1999 წლის შემდეგ კვლავ აღდგა, რაც პოლონეთმა და საქართველომ მოიპოვეს კვლავ დამოუკიდებლობა. ეს არის სპეციფიკური მომენტი ჩვენს ისტორიაში, რომელიც მუდმივად უნდა გვახსოვდეს. საქართველოში ჩემი ვიზიტის განმავლობაში თან მდევს ამ დიდი პოლონელების მარშალისა და პრეზიდენტ ლეხ კაჩინსკის სახელი“, - განაცხადა ანდჟეი დუდამ.

მისივე თქმით, ხვალ თბილისში ერთ-ერთ ქუჩას იუზერ პლისუცკის სახელი დაერქმევა , რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics