2017-05-30 11:41:56, 2360 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვში გუშინდელი ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 150 კი დაშავდა
მოსკოვში გუშინდელი ქარიშხლის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა, 150 ადამიანი კი დაშავდა, - ამის შესახებ Ria იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, 108 ადამიანი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება, აქედან 22 ბავშვია.
როგორც Ria იუწყება, ქარის სიჩქარე წამში 16 მეტრს აღწევდა.
აეროპორტებში 50-მდე რეისი გადაიდო, 140-ზე მეტი საცხოვრებელი სახლის სახურავი და დაახლოებით 1 500 მანქანა დაზიანდა.
ცნობისთვის, აღნიშნული ქარიშხალი ბოლო 100 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იყო. ბოლოს მოსკოვში ქარიშხალი 1998 წელს იყო, რა დროსაც 9 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან