|
2017-05-30 11:28:34, 1692 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის სასახლეში პოლონეთის პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა
პოლონეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ანდჟეი დუდას და პირველი ლედის აგატა კორნჰაუზერ-დუდას სახელმწიფო ვიზიტი საქართველოში პრეზიდენტის სასახლეში დახვედრის ოფიციალური ცერემონიით დაიწყო. ოფიციალური ცერემონიის ფარგლებში შესრულდა საქართველოსა და პოლონეთის სახელმწიფო ჰიმნები, რის შემდეგაც გიორგი მარგველაშვილმა და ანდჟეი დუდამ საქართველოს სახელმწიფო დროშას მიაგეს პატივი და ერთმანეთს სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს. ოფიციალური დახვედრის ცერემონია საქართველოს პირველი ლედის მაკა ჩიჩუას და პოლონეთის პირველი ლედის მონაწილეობით გაიმართა. ცერემონიის შემდეგ საქართველოს პირველმა ლედიმ აგატა კორნჰაუზერ-დუდას სასახლეში ჩაიზე უმასპინძლა. ოფიციალური დახვედრის ცერემონიას ესწრებოდნენ: ვიცეპრემიერი ალექსანდრე ჯეჯელავა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე. პოლონეთის სახელმწიფო დელეგაციის წევრები: პოლონეთის ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკევიჩი სახელმწიფო მდივანი, პრეზიდენტის კაბინეტის ხელმძღვანელი ქშიშტოფ სთერსკი, სახელმწიფო მდივანი, ეროვნული უშიშროების ბიუროს უფროსი პაველ სოლოხი, პარლამენტის წევრი, პოლონეთი-საქართველოს საპარლამენტო ჯგუფის თავმჯდომარე მალგოჟატა გოშიევსკა, პარლამენტის წევრი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო მდივანი იან ჯიჯიჩაკი, პრეზიდენტის მრჩეველი ურშულა დოროშევსკა, საგარეო საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მარჩინ ფშიდაჩი, დირექტორის მოადგილე, პრეზიდენტის ოფისი, პროტოკოლის განყოფილება დოროთა სქშიფეკი, დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ირინა ლიხნეროვიჩ-აუგისტენი.
ტახტის მოსაყდრე შიო: მომდევნო კვირაში ჩვენ მოგვიწევს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა
რეჟიმის წარმომადგენელმა თურნავამ, რეფინანსირების განაკვეთი გაეზარდა ინფლაციას დააბრალა
მეუფე იობი ეკლესიაში საგარეო ჩარევებზე: ზეწოლაც ხდება და ჩარევებიც ხდება
მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, 252 029 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი გაეზრდება - „საზოგადოება და ბანკები“
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
სხვადასხვა ქალაქების დაბომბვის შედეგად, უკრაინაში 6 ადამიანი დაიღუპა და 47 დაიჭრა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)