2017-05-29 20:43:33, 2063 ნახვა
კომენტარი
დიმიტრი ქუმსიშვილი: ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტებია
ფინანსთა მინისტრის, ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანი რეზოლუცია მიიღო.
„აქ არის გაკეთებული ძალიან მნიშვნელოვანი აქცენტები, მათ შორის, რა თქმა უნდა, ეს არის მხარდაჭერა ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების, ასევე ჩვენი უსაფრთხოების განმტკიცების და განვითარების და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, არის პირდაპირი მოწოდება რუსეთის მხრიდან, რომ ის 20% ტერიტორიების, რაც ოკუპირებულია, მოხდეს დეოკუპაცია, აღიარების უკან წაღება და შესაბამისად მოხდეს საერთაშორისო ნორმებისა და კანონების პატივისცემა“,-განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ამავე თემაზე
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოს მხარდამჭერი დეკლარაცია მიიღო
http://www.epn.ge/index.php?id=46186
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან