2017-05-29 12:14:28, 2394 ნახვა
მსოფლიო
ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა
ჩრდილოეთ კორეამ კიდევ ერთი რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, რაკეტა ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარე საპორტო ქალაქ ვონსანიდან გაუშვეს.
ამასთან, მედია წერს, რომ ჯერჯერობით უცნობია იყო თუ არა რაკეტა ბალისტიკური
BBC-ის ცნობით, მიმდინარე წელს ეს ფხენიანის მიერ გაშვებული მეცხრე რაკეტა იყო, ხოლო ბოლო ერთ თვის განმავლობაში 3.
იაპონიის მთავრობის სპიკერის განცხადებით, რაკეტა იაპონიის ზღვაში, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში ჩავარდა. აქვე აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კორეისგან განსხვავებით, საკუთარ განცხადებაში იაპონურმა მხარემ ბალისტიკური რაკეტა ახსენა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან