12:00 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-28 15:41:22, 2098 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვირიკაშვილი სლოვაკეთის პრემიერს შეხვდა

ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში,  საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა  ორი ქვეყნის პარტნიორული ურთიერთობები განიხილეს  და ბოლო პერიოდში სხვადასხვა სფეროში გააქტიურებულ თანამშრომლობას ხაზი გაუსვეს.  

მათივე ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრებმა  პოლიტიკური, ეკონომიკური, სავაჭრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობასა და  სრული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობაზე ისაუბრეს.

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა  ტურიზმის განვითარების კუთხით არსებულ შესაძლებლობებზე.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველი კოლეგა ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთში მიიწვია. რობერტ ფიცოს თქმით, სლოვაკეთი-საქართველოს დინამიკური პოლიტიკური ურთიერთობის კვალდაკვალ, დროა ახალ ეტაპზე გადავიდეს ორი ქვეყნის სავაჭრო-ეკონომიკურ თანამშრომლობა.

ლიდერებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგზე  და ამ მიმართულებით  მიღწეულ პროგრესზე.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოსთვის სლოვაკეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.

საუბარი შეეხო უსაფრთხოების კუთხით მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს, რომლის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები ამ დღეებში ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე მსჯელობენ.

გიორგი კვირიკაშვილმა  მადლობა გადაუხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უწყვეტი მხარდაჭერისათვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics