|
2017-05-28 14:40:23, 1878 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი: საქართველომ ისტორიული მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია
„საქართველომ ისტორიული მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია-ვიზების ლიბერალიზაცია არის მიღწევა, რომელსაც ხელშესახები შედეგები მოაქვს“,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებზე, მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე, ქვეყნის გეოპოლიტიკურ როლზე,ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებსა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ფორმატში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა. „საქართველომ ისტორიული მნიშვნელობის წარმატებას მიაღწია - ვიზების ლიბერალიზაცია არის მიღწევა, რომელსაც მოაქვს ხელშესახები შედეგები საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის. ჩვენ განვახორციელეთ რეფორმები, ხელი მოვაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას და წამოვიწყეთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონმდებლობის ძირეული გარდაქმნის პროცესი, რათა დავუახლოვდეთ ევროპულ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებს. შედეგად, ჩვენ მივაღწიეთ ვიზების ლიბერალიზაციას. ეს ნიშნავს არა მხოლოდ უვიზო მიმოსვლას საქართველოს მოქალაქეთათვის, ამას აქვს უფრო ღრმა პოლიტიკური დატვირთვა, რადგანაც ევროპამ კარი გაუღო საქართველოს მოქალაქეებს. ეს არის პოლიტიკური ხასიათის ნაბიჯი ევროპის მხრიდან, რომლითაც დაფასდა საქართველოს ძალისხმევა. ეს წარმატება იოლი მისაღწევი როდი იყო, მას ახლდა მნიშვნელოვანი გამოწვევები, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ჩათვლით. ასე რომ, ეს მართლაც დიდი მიღწევაა,”- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. კითხვას როგორი იქნება შემდგომი ნაბიჯები, გიორგი კვირიკაშვილმა უპასუხა, რომ საქართველო ემზადება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის, რომელიც შემოდგომაზე ბრიუსელში გაიმართება. პრემიერის თქმით, ევროპის აღმოსავლეთ ფლანგზე სტაბილური პოლიტიკური მოკავშირეების შეძენას სულ უფრო დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ამდენად აუცილებელია, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტზე დაისახოს კონკრეტული პოლიტიკური მიზნები. „დღეს საქართველო არა მხოლოდ უსაფრთხოების მომხმარებელია, არამედ მისი მიმწოდებელიც. ჩვენ ვმონაწილეობთ ავღანეთის მტკიცე მხარდაჭერის მისიაში, ასევე კრიზისების მართვის ოპერაციებში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში. ჩვენი მტკიცედ გვაქვს გადაწყვეტილი, ვიყოთ ყველგან, სადაც ცივილიზებული მსოფლიო ჩათვლის, რომ აუცილებელია მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარება ამა თუ იმ რეგიონსა თუ ქვეყანაში. ჩვენთვის ძალიან სასიხარულოა უკრაინის წარმატება ვიზების ლიბერალიზაციის პროცესში. საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას წარმატება ერთმანეთისგან განუყოფელი და მნიშვნელოვანია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების მიერ ამ გზაზე თანმიმდევრულად და სტაბილურად სვლის მხრივ,”-განაცხადა პრემიერმა.
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)