|
2017-05-27 19:33:23, 1841 ნახვა
პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პაოლო ალის შეხვდა. გიორგი მარგველაშვილმა პაოლო ალის საქართველოს ევროატლანტიკური კურსისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის, ასევე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის თბილისში ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესია, ნატო-საქართველოს თანამშრომლობა, საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების სისტემის გაუმჯობესების გზები და ქვეყანაში არსებული ვითარება - ეს არასრული ჩამონათვალია იმ ძირითადი საკითხებისა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა ასამბლეის პრეზიდენტთან განიხილა. საქართველოს პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს,რათა ექსპერტები ჩაერთონ და ერთობლივად შემუშავდეს რეკომენდაციები საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების არქიტექტურის გასაუმჯობესებლად საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში. როგორც ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა პაოლო ალიმ განაცხადა, ალიანსი ძლიერად უჭერს მხარსსაქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფებებს და სწორედ ამის დადასტურებაა თბილისში საპარლამენტო სესიის ჩატარება. პაოლო ალიმ ისაუბრა იმ ნაბიჯებზე, რომლებიც შესაძლებელია გადაიდგას საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებისმიმართულებით. მან მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს მიმართ და აღნიშნა, რომ იშვიათი შემთხვევაა,როდესაც ნატო-ს არაწევრ ქეყანაში ტარდება ალიანსის საპარლამენტო ასამბლეის შეხვედრა და საქართველო ამიშვიათი გამონაკლისების რიცხვშია. პაოლო ალიმ ხაზი გაუსვა, რომ ეს არის არა მხოლოდ ჟესტი, არამედ ნატო-სმხრიდან მნიშვნელოვანი პოლიტიკური ნაბიჯი. პაოლო ალის ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს სტაბილურობას არსებითი მნიშვნელობა აქვს მთელი რეგიონის სტაბილურობისათვის, და ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდსაქართველოსა და ევროპისათვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის. „ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს ჰქონდა ძალიან ფართო ხედვა უსაფრთხოების კონტექსტში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს ნატო-ში გაწევიანების პერსპექტივების განვითარება და ტერიტორიული მთლიანობის საკითხი არსებითად მნიშვნელოვანია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელი ევროპული უსაფრთხოებისა და მსოფლიოსთვის",- განაცხადა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი და საპარლამენტო მდივანი ანა დოლიძე.
ივანიშვილის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის შვილის კომპანიამ 10.4 მილიონი ლარის ტენდერები მოიგო
მოსკოვის გარშემო 40-ზე მეტი დამატებითი საჰაერო თავდაცვის კოშკი დამონტაჟდა
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით ყალბი ფულის გასაღების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვსა და ზაპოროჟიეზე იერიში ზელენსკის მიერ გამოცხადებული „ცეცხლის შეწყვეტის“ შემდეგ მიიტანა
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)