2017-05-27 15:18:15, 2139 ნახვა
პოლიტიკა
„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ ბაქრაძე, გენ-მდივნად უგულავა, მერობის კანდიდატად კი, ხოშტარია აირჩიეს
"მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო" სპორტის სასახლეში პირველ ყრილობას მართავს.
პარტიის თავმჯდომარის პოსტზე დავით ბაქრაძე, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე გიგა ბოკერია, გენერალური მდივნის პოსტზე გიგი უგულავა, თბილისის მერის პოსტზე კი ელენე ხოშტარია აირჩიეს.
წარდგენილ კანდიდატებს ხმის უფლების მქონე 450-მდე დელეგატმა აირჩია.
სპორტის სასახლეში თბილისიდან და რეგიონებიდან პარტიის 10 000-მდე მხარდამჭერია შეკრებილი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან