|
2017-05-26 18:22:20, 3405 ნახვა
კულტურა
N5 პენიტენციურ დაწესებულებაში სპექტაკლი „სხვა საქართველო სად არი“ გაიმართა
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს N5 პენიტენციურ დაწესებულებას კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის სოხუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის დასი ეწვია და სპექტაკლი „სხვა საქართველო სად არი?!“ გამართა. სპექტაკლის სცენარი ცნობილი ქართველი პოეტების ლექსების მიხედვითაა შექმნილი. მისი ავტორი და დამდგმელი რეჟისორია მერაბ ყოლბაია. სპექტაკლში თავად რეჟისორი, ასევე, მსახიობები პაატა ვახტანგიშვილი, ნინო შავგულიძე, რამაზ ხომასურიძე, მარიამ ყოლბაია მონაწილეობდნენ. სპექტაკლის პარალელურად, დაწესებულებაში მსჯავრდებული ქალბატონების მიერ პენიტენციურ დაწესებულებაში შექმნილი ნივთების გამოფენა მოეწყო. საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები სხვა პენიტენციურ დაწესებულებებშიც გაიმართა. (NS)
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)