|
2017-05-26 15:22:28, 1347 ნახვა
სხვადასხვა
მსოფლიო ლიდერების მეუღლეებთან ერთად ნატო-ს სამიტზე ფოტო ლუქსემბურგის „პირველმა ჯენტლმენმაც“ გადაიღო
ბრიუსელში გამართულ ნატო-ს სამიტზე უჩვეულო ფაქტი მოხდა. მსოფლიო ლიდერების მეუღლეებმა, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების პირველმა ლედიმ მელანია ტრამპმა, ბრიჟიტ მაკრონიმ და ბელგიის დედოფალმა მატილდამ ერთობლივი ფოტო გადაიღეს, თუმცა მათთან ერთად სურათზე ლუქსემბურგის "პირველი ჯენტლმენი" გოტიერ დესტინეიც ჩანს. მედია საშუალების ინფორმაციით, დესტინეი ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრის ჰავიერ ბეტელის პარტნიორია. მათ 2015 წელს იქორწინეს, მას შემდეგ, რაც ერთი და იმავე სქესის ქორწინება ქვეყანაში დაკანონდა. გავრცელებულ ფოტოზე, "პირველი ჯენტლმენი" სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრის პარტნიორთან და ისლანდიის პირველ ლედისთან ერთადაა გადაღებული. ცოტა ხნის შემდეგ მათ მსოფლიოს ლიდერების სხვა მეუღლეებიც შეუერთდნენ. როგორც მედია წერს, აღნიშნული მომენტი არის ლგბტ თემის უფლებების დაცვისკენ კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი. ცნობისთვის, ჰავიერ ბეტელი არის მსოფლიოს ერთადერთი ჰომოსექსუალი პოლიტიკოსი, რომელიც საკუთარ ორიენტაციას არ მალავს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)