16:37 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 18:27:14, 1456 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა სამ დღიანი სწავლება გაიარეს

სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის თანამშრომლებმა, ბიოუსაფრთხოების რისკის შეფასების შესახებ, სამდღიანი ინტენსიური სწავლება გაიარეს. 

მოწვეულმა ტრენერმა, ბიოუსაფრთხოების ოფიცერმა სტივ რორერმა როგორც თბილისის, ისე რეგიონული ლაბორატორიის თანამშრომლებისათვის ბიოლოგიურ აგენტებზე მუშაობის სანიტარიული ნორმების დაცვის შესახებ მასტერკლასი ჩაატარა. 

შეხვედრაზე მონაწილეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები და დამსწრე პირებს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება ბიოლოგიურ ანგეტებთან მუშაობის დროს, რისკის შეფასების შესახებ. 

ასევე, განიხილა ზოგადი ბიოუსაფრთხოების საკითხები და ბიოლოგიური ნარჩენების მართვის პროცედურები.

აღნიშნული პროგრამა ორიენტირებულია საერთაშორისო სტანდარტის ლაბორატორიულ პრაქტიკაზე, უსაფრთხო სამუშაო პროცედურებზე, ასევე ქცევით ნორმებისა და ადგილობრივი წესების დაცვაზე.

სწავლება რისკის მართვის შესახებ მოიცავს ინფორმაციას პოტენციურად საშიშ მასალებთან მუშაობისას, ბიორისკის შემცირებისა და პრევენციისთვის საჭირო ბიოუსაფრთხოების მეთოდების შესახებ. 

აგრეთვე, ბიოდაცვისა და ინფორმაციული უსაფრთხოების მხრიდან წაყენებულ მოთხოვნათა შესახებ.

მნიშვნელოვანია სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიიის როლი ეპიზოოტური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფაში. 

ლაბორატორიები ქვეყნის მასშტაბით აქტიურად არიან ჩართული აშშ-ის თავდაცვის საფრთხის შემცირების სააგენტოს (DTRA) მიერ „ერთობლივი ბიოლოგიური თანამშრომლობის”  ფარგლებში, „ერთიანი ჯანმრთელობის „ პროგრამაში და არიან სრულ  მზადყოფნაში  ეპიდ-აფეთქებების რისკის დროს, დროულად ჩაერთონ ლაბორატორიულ კომპონენტში.

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics