20:41 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-25 16:24:31, 901 ნახვა

სამხედრო
სამხედროები საკონტრაქტო სამსახურის თვითნებურად შეწყვეტის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოსგან თავისუფლდებიან

თავდაცვის სამინისტროს საკონსტრაქტო-სამხედრო მოსამსახურეები, საკონტრაქტო სამსახურის თვითნებურად შეწყვეტის შედეგად დაკისრებული პირგასამტეხლოსგან თავისუფლდებიან.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, გადაწყვეტილება საერთო ჯამში 1205 პირს შეეხება, რომლებსაც 2014 წლიდან დღემდე დაახლოებით 14 მილიონ 160 ათასი ლარი პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა.

„თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული დადგენილების პროექტი, მხარდაჭერილ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ და ის საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდება. მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განპირობებულია სამხედრო მოსამსახურეთა მიმართ თანადგომით და ჰუმანიზმის პრინციპით, თუმცა თავდაცვის სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნული აქტი ერთჯერადია და ის სისტემატიურ ხასიათს ვერ მიიღებს. აღნიშნული დადგენილების ამოქმედების შემდეგ, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებს, კონტრაქტის უმიზეზოდ შეწყვეტის შემთხვევაში, პირგასამტეხლო დაეკისრებათ, რომელიც მყისიერად აღსასრულებლად მიექცევა.  ამავე დადგენილებით, სამხედრო მოსამსახურის მიერ უმიზეზოდ კონტრაქტის შეწყვეტის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი სამსახურიდან დათხოვნის გადაწყვეტილება, მიღებულ იქნება ერთიდან სამი თვის ვადაში“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
გაინტერესებს როგორ დააგროვო PLUS ქულები საქართველოს ბანკის ტერმინალით გადახდისას?
კაცს, რომელმაც რომელმაც ვერაზე 4 პირი დაჭრა, 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება
პროკურატურა ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელის 5 000-ლარიანი გირაოთი გათავისუფლებას მოითხოვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics