17:14 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-24 16:15:38, 2182 ნახვა

სამართალი
მამა გიორგი მამალაძე მომდევნო სასამართლო პროცესს დაესწრება

დეკანოზი მამა გიორგი მამალაძე 30 მაისს დანიშნულ სასამართლო პროცესს დაესწრება. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ მისმა ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განუცხადა.

„აუცილებლად  დაესწრება და იქნება ჩვენთან ერთად. ჩვენ ერთად ვიქნებით ამ პროცესზე“,-აღნიშნა მიხეილ რამიშვილმა.

შეგახსენებთ, მამა გიორგი მამალაძემ 19 მაისს სასამართლო სხდომა პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვა,  რაც მოსამართლემ არსებითი განხილვის სხდომების  სრულად დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მამალაძის  მოწოდების საფუძველზე პროცესი ადვოკატებმაც დატოვეს. მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულმა და დაცვის მხარემ საპროცესო კანონმდებლობა დაარღვიეს, როდესაც პროტესტის ნიშნად სასამართლოს სხდომის დარბაზი დატოვეს.

როგორც საქალაქო სასამართლოს განცხადებაში ვკითხულობთ, სასამართლომ მოუწოდა დაცვის მხარეს წესრიგის დაცვისაკენ, ვინაიდან, სასამართლოს მითითებას ადვოკატები არ დაემორჩილნენ, სასამართლოს უპატივცემულობისა და წესრიგის დარღვევისათვის სამივე ადვოკატი გაძევებულ იქნა სხდომის დარბაზიდან. აღნიშნულის თაობაზე, სასამართლომ გამოიტანა კერძო განჩინება, რომელიც გადაეგზავნა ადვოკატთა ეთიკის კომისიას.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბრალდებულის უფლებებს, მომდევნო სხდომაზე სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი დაიცავდა. თუმცა, ადვოკატებმა პროცესიდან მათი გაძევების გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრეს. ამ უკანასკნელმა მიხეილ რამიშვილი და გიორგი ფანცულაია სასამართლო სხდომის განხილვებზე დააბრუნა, ხოლო მესამე ადვოკატთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ უცნობია.

რაც შეეხება 30 მაისს ჩანიშნულ სასამართლო პროცესს, მიხეილ რამიშვილის თქმით, მხარეები თავდაპირველად სასამართლოს წინაშე შესავალი სიტყვით წარდგებიან, რის შემდეგაც მტკიცებულებების გამოკვლევა დაიწყება.

სასამართლომ წინასასამართლო სხდომაზე პროკურატურის ყველა ძირითადი მტკიცებულება დასაშვებად სცნო. ასევე დასაშვებად სცნო დაცვის მხარის ყველა მტკიცებულება ორის გარდა, რომელიც გადაცემებისგან საეთერო ჩანაწერებს ეხება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ვაშინგტონმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებას არ გააგრძელებს
ზელენსკიმ რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების აზერბაიჯანში გამართვა შესთავაზა
მაკრონი: ევროპელებმა უნდა აღიარონ, რომ აშშ, ჩინეთი და რუსეთი ახლა ჩვენს წინააღმდეგ არიან
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics