|
2017-05-24 15:19:52, 1565 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს წევრებს შეხვდა
სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს მე-2 გაფართოებულ სხდომას დაესწრო. საბჭო 37 ბიზნესასოციაციას, მათ შორის, სოფლის მეურნეობის დარგობრივ ასოცოაციებს აერთიანებს. ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მინისტრმა სოფლის მეურნეობის სექტორში არსებულ მდომარეობაზე, განხორციელებულ რეფორმებსა და სისტემურ ცვლილებებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა საბჭოს წევრებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმწოფო პროგრამები გააცნო და დარგის განვითარების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, საქართველოში არსებობს სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი, რაც მაქსიმალურად უნდა იყოს ათვისებული. მისივე თქმით, ამ პროცესში კი ბიზნესსექტორის აქტიური ჩართულობა მნიშვნელოვანია. ,,პირდაპირი კომუნიკაცი ბიზნესექტორის წარმომადგენლებთან საშუალებას იძლევა მოხდეს დარგში არსებული პრობლემების, გამოწვევების იდენტიფიცირება, მათი გადაჭრის გზების განხილვა და მსჯელობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილებები, რასაც სახელმწიფო მიიღებს, შეჯერებული იყოს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. გაფართოებულ სხდომაზე, საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს პრეზიდენტმა, ნინო ჩიქოვანმა აღნიშნა, რომ საბჭო ორი ძირითადი მიმართულებით - რეგიონებში მცირე და საშუალო მეწარმეების და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ცენრების ხელშეწყობის კუთხით აქტიურად მუშაობს. ორივე ამ მიმართულებით მუშაობას სავაჭრო-სამრეწველო პალატა სოფლის მეურნეობის და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების მხარდაჭერით ახორციელებს. ,,სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს დაგეგმილი აქვს რეგიონული, დარგობრივი ასოციაციების დაფუძნება და რეგიონებში სამინისტროების წარმომადგენლებთან შეხვედრების ორგანიზება. ეს კიდევ უფრო გააქტიურებს სახელმწიფო და კერძო სექტორის კომუნიკაციას“, - აღნიშნა ნინო ჩიქოვანმა. სხდომის ფარგლებში გაიმართა დისკუსია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა საბჭოს წევრების ყველა შეკითხვას ამომწურავი პასუხი გასცა. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის საბჭოს მე-2 გაფართოებულ სხდომაზე პალატის ახალი სტრატეგის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, პალატის ახალ წევრებად კახეთის მეღვინეთა გილდია და მეწარმე ქალთა საბჭო, ხოლო თანადამფუძნებლად მემწვანილეთა ასოციაცია მიიღეს. (NS)
რუსთავი 2: ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის გიორგი უძილაური დააკავეს
პაპუაშვილი: პრეზიდენტ ზელენსკის მოუწია ირაკლი კობახიძესთან მისვლა და საუბარი
რასა იუკნევიჩიენე: ახლა საქართველო ყველაზე ცუდ კანდიდატებს შორისაა
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)