2017-05-24 14:42:34, 2388 ნახვა
მსოფლიო
მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, კიდევ 3 პირი დააკავეს
მანჩესტერში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, კიდევ სამი პირი დააკავეს.
„Sky News“–ის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები მანჩესტერის სამხრეთ ნაწილში აიყვანეს.
მომხდართან დაკავშირებით ამ დროისთვის სულ ოთხი ადამიანია დაკავებული.
შეგახსენებთ, 22 მაისს მანჩესტერში მომხდარი ტერაქტის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი, დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერლის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
აღსანიშნავია, რომ დიდ ბრიტანეთში ტერორისტული საფრთხის დონე კრიტიკულამდე გაიზარდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან