11:25 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 20:38:38, 1925 ნახვა

პოლიტიკა
ბერლინში საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა

ბერლინში საქართველოში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმაზე მსჯელობა დასრულდა.

ორი დღის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დეპუტატები, ვენეციის კომისიის მდივანი თომას მარკერტი და ექსპერტები, კონსტიტუციონალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებულ კონსტიტუციურ კანონის პროექტს განიხილავდნენ.

კონფერენციას მოდერირებას ბონდის უნივერსიტეტის პროფესორი, ვოლფგანგ ბაბეკი უწევდა. მონაწილეებს მიმართეს GIZ-ის პროგრამა „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოების“ პროგრამის ხელმძღვანელმა თომას მაიერმა, გერმანიის ფედერალური თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების ფედერალური სამინისტროს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსმა დირკ შატშნაიდერმა, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს სამხრეთ კავკასიის და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსმა მიხაელ ზიბერტმა.

გამომსვლელებმა ხაზგასმით აღნიშნეს და დადებითად შეაფასეს, რომ სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისია მჭიდროდ თანამშრომლობს ვენეციის კომისიასთან და საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში, უზრუნველყოფილია ფართო საზოგადოების ჩართულობაც. კონფერენციაზე ასევე აღინიშნა, რომ კონსტიტუციურ კანონის პროექტი ბევრ რაციონალურ კომპონენტს მოიცავს.

ვენეციის კომისიის მდივნის, თომას მარკერტის განცხადებით, კომისია საკონსტიტუციო რეფორმის პროცესს პოზიტიურად აფასებს და შემუშავებული კანონის პროექტი წინგადადგმული ნაბიჯია.

კონსტიტუციურ კანონის პროექტს დადებითად აფასებს ვენეციის კომისიის ყოფილი წევრი, ლონდონის უნივერსიტეტის საჯარო სამართლის ემერიტუს პროფესორი, ჯეფრი ჯოუელიც, რომლის განცხადებით, კონსტიტუციის განახლება შესანიშნავი იდეაა.

კონფერენციას, რომელიც გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით გაიმართა, საქართველოს პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, მამუკა მდინარაძე, გიორგი კახიანი, გიორგი ლომია, სალომე სამადაშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, მთავრობის საპარლამენტო მდივანი, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ექსპერტები დაესწრნენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics