|
2017-05-23 16:50:35, 1524 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატს წარმატებული უწოდეს
ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ბათუმში“ მიმდინარე რიგით მეხუთე სამმხრივი მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა შეხვედრაზე განხილული საკითხები შეაჯამეს და ერთობლივი განცხადებები გააკეთეს. ლევან იზორიამ, ფიქრი იშიკმა და გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატი წარმატებულად შეაფასეს და ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ერთხმად დაუჭირეს მხარი. მინისტრებმა სამომავლოდ თანამშრომლობის გაღრმავების სურვილიც გამოთქვეს. „ათწლეულებია თავდაცვის სფეროში ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების, ერთობლივი წვრთნების ჩატარების კარგი გამოცდილება გვაქვს. წელს ერთობლივ წვრთნებს უფრო ფართო სახე მიეცა - ორ კვირაში ჩვენს ოპერაციულ ძალებს შორის ერთობლივი წვრთნები დაიწყება; სექტემბერში კი, ერთობლივი საშტაბო-კომპიუტერული წვრთნები ჩატარდება. განვიხილეთ, რომ ეს ფორმატი მომავალში უფრო გავაფართოვოთ. მსგავსი სახის თანამშრომლობის მაღალ ხარისხს ჩვენი ქვეყნების მოსახლეობის უსაფრთხოებისთვის, ამბიციური ეკონომიკური პროექტების განხორციელებისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ მიმართულებით საინტერესო აზრთა გაცვლა-გამოცვლა გვქონდა, თუ როგორ უნდა ავიყვანოთ ჩვენი თანამშრომლობის ხარისხი უფრო მაღალ დონეზე, რათა ჩვენს რეგიონში გლობალური პროექტები განხორციელდეს“, - განაცხადა ლევან იზორიამ. როგორც თურქეთის თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, სამივე ქვეყანას ერთმანეთთან სამაგალითო ურთიერთობა აქვს და კავკასიაში სამივე ქვეყნის თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. „ჩვენს ქვეყნებს მსოფლიო მასშტაბით მართლაც, რომ სამაგალითო ურთიერთობა გააჩნიათ. სამივე ქვეყანა ენერგოსატრანსპორტო დერეფნის თვალსაზრისით მსოფლიო ყურადღების ცენტრშია. საქართველოსა და თურქეთს შორის თანამშრომლობა ყოველდღიურად ღრმავდება. ამას მეტყველებს დღეს, საქართველოს დედაქალაქ თბილისში თურქეთის პრემიერ-მინისტრის ვიზიტი. სამმხრივი მინისტერიალის ფორმატი წარმატებით ვითარდება და სამომავლოდ შეგვიძლია აღნიშნული ფორმატის ფარგლებში ახალი პროექტები განვავითაროთ. კავკასიის რეგიონში სამივე ქვეყნის თანამშრომლობა რეგიონის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია. დღევანდელი სამმხრივი შეხვედრა საკმაოდ ნაყოფიერი იყო. ჩვენ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განვიხილეთ და კიდევ ერთხელ საქართველოსა და აზერბაიჯანთან მტკიცე პარტნიორობის მნიშვნელობას გავუსვით ხაზი. კიდევ ერთხელ დავადასტურეთ, რომ მხარს ვუჭერთ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს“, - განაცხადა ფიქრი იშიკმა. ამასთან, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრის ზაკირ ჰასანოვის თქმით, სამმხრივი ფორმატი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენაა მიმართული. „რეგიონული თანამშრომლობის განხილვისას შევთანხმდით, რომ სამმხრივი ფორმატი რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცებისკენაა მიმართული. ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს შორის კი, ერთობლივი სწავლებები და წვრთნები კიდევ უფრო გაიზრდება, რაც ხელს ჩვენი ქვეყნების განვითარებას შეუწყობს. შეხვედრაზე ჩვენს მიერ განხილული საკითხები უსაფრთხოების, სტაბილურობის, მშვიდობისა და რეგიონის განვითარებისკენაა მიმართული“ - განაცხადა აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა გენერალ-პოლკოვნიკმა ზაკირ ჰასანოვმა და საუბრის ბოლოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე წინასწარ მიულოცა. ერთობლივი განცხადებებისას სამივე მინისტრმა მანჩესტერში მომხდარი ტერორისტული აქტი დაგმეს და გარდაცვლილთა ოჯახების მიმართ თანაგრძნობა გამოხატეს. საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრების დონეზე სამმხრივი თანამშრომლობა 2012 წელს დაიწყო. დღევანდელი მინისტერიალი რიგით მეხუთეა და მას საქართველო უკვე მეორედ მასპინძლობს. (NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)