2017-05-23 16:00:53, 2559 ნახვა
მსოფლიო
ISIS-მ მანჩესტერში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა აიღო
მანჩესტერში მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა "ისლამურმა სახელმწიფომ" აიღო, - ამის შესახებ დაჯგუფებასთან დაახლოებული სააგენტო Amaq იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაჯგუფების წევრმა ასაფეთქებელი მოწყობილო აამოქმედა.
შეგახსენებთ, რომ ქალაქ მანშესტერში ტერაქტი მოხდა, რის შედეგადაც 22 ადამიანი დაიღუპა, 59 კი დაშავდა. აფეთქება პოპ მომღერალის არიანა გრანდეს კონცერტის დასრულების შემდეგ მოხდა, თვითონ მომღერალი კი არ დაშავებულა. მომხდარტან დაკავშირებით ბრიტანეთის სამართალდამცველებმა 23 წლის მამაკაცი დააკავეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან