20:33 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-23 12:19:09, 2350 ნახვა

ეკონომიკა საზოგადოება კომენტარი
კობა გვენეტაძე მოსახლეობას მოუწოდებს, სავალუტო ჯიხურებში ვალუტის გადაცვლის დროს სიფრთხილე გამოიჩინონ

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადებით, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების შემოწმება გაგრძელდება.

გვენეტაძის თქმით, სავალუტო ჯიხურებში დარღვევები განსაკუთრებით ტურისტულ სეზონზე აქტიურდება. 

"არ მინდა, შემოწმებას სეზონური ხასიათი ჰქონდეს, მაგრამ როცა ტურისტული სეზონი აქტიურდება, დარღვევებიც მატულობს. ბათუმში ჩატარებული შემოწმების დროს სხვადასხვა სახის დარღვევები იყო. არსებობს ვალუტის გაცვლის წესები, რომელი მოთხოვნებიც გაცვლითმა კურსებმა უნდა დააკმაყოფილონ, სწორედ ამ წესების შესაბამისობით მოხდა შემოწმება. არსებობს ფულის გათეთრების წინააღმდეგ წესები და კანონის მოთხოვნები, სწორედ აქედან გამომდინარე ხდება სანქციების მიღება", - განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

მან მოსახლეობას მოუწოდა, ვალუტის გადამცვლელ პუნქტებთან მიმართებაში მეტი სიფრთხილე გამოიჩინონ. 

"საზოგადოებას მოვუწოდებ, შეხედონ რა ტრანზაქციას აკეთებენ და თუ რაიმე ტიპის დარღვევებს ნახავენ, აუცილებლად ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე შეგვატყობინონ", - განაცხადა გვენეტაძემ. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics