2017-05-22 17:31:20, 2598 ნახვა
მსოფლიო
ემანუელ მაკრონი ვლადიმერ პუტინს 29 მაისს ელისეის სასახლეში შეხვდება
საფრანგეთის ახლადარჩეული პრეზიდენტი ემანულ მაკრონი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს 29 მაისს შეხვდება, - ამის შესახებ France24 იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, პრეზიდენტების შეხვედრა ელისეის სასახლეშ გაიმართება.
აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურ კრემლში კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებიათ.
შეგახსენებთ, რომ 7 მაისს ემანუელ მაკრონი საფრანგეთის 25-ე პრეზიდენტად აირჩიეს. მან ქვეყნის პირველი პირის პოსტი 14 მაისს დაიკავა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან