20:32 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-22 14:57:40, 2239 ნახვა

სამართალი კომენტარი
თორდია: ამ კადრებშიც ჩანს, ფარცხალაძე როგორ მირტყამს, ჩემი მოქმედება ინსტიქტურია

ამ კადრებშიც ჩანს, ოთარ ფარცხალაძე როგორ მირტყამს, შემდეგ ჩემი მოქმედება ინსტიქტურია", - ასე გამოეხმაურა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელი ლაშა თორდია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალას.

თორდიას თქმით, ისეთი ხედით წარმოაჩინა კადრები შსს-მ, რომ მომხდარიყო მისი დისკრედიტაცია, თითქოს პირველმა დაარტყა ხელი ოთარ ფარცხალაძეს.

"ყველაზე შორი კადრი გამოიტანეს. აშკარაა შსს-ს დაინტერესება ამ კადრით. ნათელია ამ კადრშიც, რომ ოთარ ფარცხალაძე მირტყამს ხელს. ფარხალაძეს დაურტყია, მე ჩოხელი მეგონა. ამ დაკრებშიც ჩანს, ფარცხალაძე როგორ მირტყამს, შემდეგ ჩემი მოქმედება ინსტიქტურია. შიგნით რა ხდება, თურმე ამაზე კადრები აღარაა. ჩემი თავი რომ არ მიცემია, ამაზეც მადლობელი ვარ", - აღნიშნა ლაშა თორდიამ.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ შსს-მ თორდია-ფარცხალაძის საქმეზე შუალედური ანგარიში და დაპირისპირების ამსახველი კადრები გამოაქვეყნა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics