|
2017-05-22 11:34:27, 1374 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან ერთად სოფლის მეურნეობის პროექტები განიხილა
20-21 მაისს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ორგანიზებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, კახეთის რეგიონში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების, ძირითადად კი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის დეტალურ განხილვას და ამ მიმართულებით ჟურნალისტების ცნობიერების ამაღლებას ისახავდა მიზნად. როგორც ლევან დავითაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ისეთი სტიქიური მოვლენების დროს, როგორიც ბოლო დღეებში ქვეყანაში ხდება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აგროდაზღვევის როლი ფერმერებისთვის მიყენებული ზარალის შემცირებაში. მინისტრმა მედიის წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სტარტეგიის პრიორიტეტები გააცნო და სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმწიფო პროგრამების მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველო მცირემიწიანი ქვეყანაა, თუმცა მისი ბიომრავალფეროვნების და უნიკალური კლიმატური პირობების გათვალისწინებით, სოფლის მეურნეობის განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნია. სოფლის მეურნეობის მინისტრმა იმ გამოწვევებზეც (ფრაგმენტული მიწა, მსხვილი ინვესტიციების მოზიდვა, მაღალი ღირებულების მქონე პროდუქციის წარმოების განვითარება და სხვა) ისაუბრა, რომლის დაძლევის გზებზე სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ბოლო წლების განმავლობაში, აქტიურად მუშაობს. ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს გამოყენებული ყველა არსებული რესურსი, რათა დარგი ეფექტიანად განვითარდეს და საქართველოს ეკონომიკის კონტრიბუტორი გახდეს. შეხვედრის ფარგლებში გაიმართა დისკუსიაც, სადაც დარგის განვითარების ახალი მიდგომები, სტიქიის დროს ზარალის ანაზღაურების საკითხები, მიწის გასხვისების რეგულაციები, საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაცია, DCFTA და ადგილობრივი პროდუქციის ევროპის ბაზარზე ექსპორტის მნიშვნელობა, შესანახი და სამაცივრე მეურნეობების განვითარების აუცილებლობა, სუბსიდირება და მეღვინეობის განვითარების საკითხები, ღვინის პოპულარიზაცია და მარკეტინგული ღონისძიებები (ჩინეთიი, იაპონია, კორეა, პოლონეთი, აშშ, ინგლისი) და კოოპერაციის მნიშვნელობის საკითხები განიხილეს. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მამუკა კვარაცხელიამ მედიის წარმომადგენლებს სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტების მნიშვნელობასა და მიმდინარეობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის ძირითადი ნაწილი აგროდაზღვევის პროგრამის დეტალურ განხილვას დაეთმო. აგროდაზღვევის პროექტის მენეჯერმა, ლევან მაღრაძემ ჟურნალისტებს დეტალურად გააცნო აგროდაზღვევის პირობები, ტექნიკური დეტალები და პროექტის სამომავლო განვითარების სტრატეგია. როგორც ჟურნალისტებთან შეხვედრაზე აღინიშნა, ახლო მომავალში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან ერთად G4G აგროდაზღვევის თემაზე საჯარო დისკუსიის გამართვას კერძო სექტორთან გეგმავს. „მმართველობა განვითარებისთვის“ (G4G) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ხუთწლიანი პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს მთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესებისთვის საკანონმდებლო და მარეგულირებელი რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით. G4G მჭიდროდ თანამშრომლობს ქართულ მედია საშუალებებთან ეკონომიკური რეფორმების პოპულარიზაციის მიზნით. (NS)
თიბისის 5 ჯილდო The Digital Banker-ისგან საუკეთესო ციფრული გამოცდილება აღმოსავლეთ ევროპაში
ჯანდაცვა: იზრდება სოცდაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახებისთვის დენის სუბსიდირების თანხა
ნანა სანდერი: ციხეში ჩემი ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა საფრთხეშია
ფინანსური განათლების სასერტიფიკატო კურსს 100-მდე ახალგაზრდა დაესწრო - პროექტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)