2017-05-21 15:23:12, 1802 ნახვა
საზოგადოება
პატრიარქი: სიყვარულის გარეშე ადამიანი ვერ იარსებებს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ, მრევლს იოანე ღვთისმეტყველის დღესასწაული მიულოცა. როგორც უწმინდესმა ბრძანა, სიყვარული ადამიანის არსებობის საფუძველია, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ იცოცხლებს:
„წმინდა იოანე არის სიყვარულის მქადაგებელი. სიყვარული ადამიანის არსებობის საფუძველია, რომლის გარეშეც ადამიანი ვერ იცოცხლებს, ვერ იარსებებს“,-ბრძანა ილია მეორემ .
ამასთან, პატრიარქმა აღნიშნა, რომ 24 მაისს, ქრისტეს ზეცად ამაღლების დღესასწაულზე, ლოცვას სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარებს, საზემო წირვას ამაღლების ტაძარში კი 25 მაისს აღავლენს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან