|
2017-05-20 16:06:26, 1649 ნახვა
სამართალი
საია მამალაძის საქმეზე სასამართლო სხდომის სრულად დახურვის საკითხს გაუმართლებლად მიიჩნევს
საქარველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ ეხმაურება დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეს და სასამართლო პროცესის დახურულად წარმართვას გაუმართლებლად მიიჩნევს. ორგანიზაცია მამალაძის საქმეში პირთა პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საჭიროების შემთხევაში, სასამართლოს მოუწოდებს სხდომის სრულად დახურვის ნაცვლად, გამოიყენოს სასამართლო სხდომის საჯაროობის უფლების ნაკლებად შემზღუდველი მექანიზმი. "აღსანიშნავია, რომ სასამართლო განხილვის საჯაროობა არის სამართლიანი სასამართლო განხილვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ასპექტი. სასამართლო სხდომის საჯაროობა მნიშვნელოვანია, როგორც ინდივიდის უფლებების სრულყოფილად რეალიზებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. საჯარო ხასიათი იცავს მხარეებს საზოგადოების მეთვალყურეობის გარეშე, მართლმსაჯულების საიდუმლო განხორციელებისგან. სხდომის საჯაროობა ასევე არის ერთ-ერთი საშუალება რომ საზოგადოებაში სასამართლოს მიმართ ნდობა იქნას შენარჩუნებული. შესაბამისად, სხდომის დახურვა მხოლოდ განსაკუთრებულ, გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება იყოს გამართლებული, მაშინ როცა უფრო ნაკლებად შემზღუდველი საშუალებით ვერ იქნება მიზანი მიღწეული. თუ საქმეში არსებობს პირთა პირადი ცხოვრების უფლებისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საჭიროება, სასამართლო სხდომის სრულად დახურვის ნაცვლად, მნიშვნელოვანია, გამოყენებულ იქნას სასამართლო სხდომის საჯაროობის უფლების ნაკლებად შემზღუდველი მექანიზმი; კერძოდ, სხდომის დახურვა ნაწილობრივ. სისხლის საამრთლის საპროცესო კოდექსი პირდაპირ ანიჭებს მოსამართლეს ამგვარ შესაძლებლობას, როგორც მხარის შუამდგომლობით, ასევე საკუთარი ინიციატივით. აღსანიშნავია, რომ ამ საქმესთან მიმართებაში არსებობს განსაკუთრებით მაღალი საჯარო ინტერესი ამასთან, გამოძიების ეტაპზე პროკურატურის მიზანმიმართული მოქმედებების და მაღალი თანამებობის პირების მიერ გაკეთებული განცახდებების გამო, ცალსახად დაირღვა როგორც მამალაძის უდანაშაულობის პრეზუმცია ასევე - მხარეთა თანასწორობის უფლება. გამოძიების ეტაპზე, ყოველივე ზემოაღნიშნული ემსახურებოდა საზოგადოებრივი აზრის ცალსახად ერთი მიმართულებით განვითარებას, ბრალდებულის უფლებებისა და ინტერესების საზიანოდ. ამ ფონზე, სასამართლო განხილვების საჯაროობა წარმოადგენს ერთადერთ შესაძლებლობას, ბრალდებულმა და დაცვის მხარემ პასუხი გასცენ საზოგადოებაში არსებულ შეკითხვებს, რომელიც, მათ შორის, პროკურატურის მხრიდან ცალმხრივად გამოქვეყნებულმა მტკიცებულებებმა გამოიწვია, ხოლო საზოგადოებამ - შეიტყოს სრული სიმართლე აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით. საია მოუწოდებს საქართველოს პროკურატურას და სასამართლოს, გაითვალისწინოს საქმის მიმართ საზოგადოების მაღალი ინტერესი, თავად ბრალდებულის უფლება და მოთხოვნა - სხდომის ღიაობასთან დაკავშირებით და იმოქმედონ ისე, რომ მაქსიმალურად ნაკლები ინტენსივობით შეიზღუდოს ბრალდებულოს უფლებები და არ მიადგეს გამოუსწორებელი ზიანი სასამართლო პროცესის მიმართ საზოგადოებაში ნდობის შენარჩუნებას",– ნათქვამია განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ სასამართლო სხდომა დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სრულად დაიხურა. პროკურატურა სხდომების დახურვას ასაბუთებდა საქმეში არსებული აუდიო, ვიდეო და წერილობითი მტკიცებულებების არსებობით, რომელიც, მათი განმარტებით, როგორც ბრალდებულ გიორგი მამალაძის, ისე სხვა პირების პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას და ინტიმურ დეტალებს შეიცავდა. აღსანიშნავია, რომ ასევე დაიხურა ამ საქმეზე აქამდე გამართული სასამართლო სხდომები. 19 მაისის სხდომის დახურვის შესახებ გადაწყვეტილებას, განსაკუთრებით კი პირადი ცხოვრების საკითხებზე აპელირებას, თავად ბრალდებული არ დაეთანხმა და გააპროტესტა, როგორც პირადი ცხოვრებით შანტაჟი. ბრალდებულმა, ასევე მისმა ადვოკატებმა, პროტესტის ნიშნად სასამართლო სხდომა დატოვეს. სხდომის დახურვასთან დაკავშირებით მოგვიანებით თბილისის საქალაქო სასამართლომ გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ სასამართლომ, გადაწყვეტილება საქმეზე პერსონალური მონაცემების, პირადი ცხოვრების და პროცესის მონაწილის უსაფრთხოების ხელყოფასთან დაკავშირებული კონკრეტული და რელევანტური გარემოებების გათვალისწინებით მიიღო.
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)