2017-05-20 15:49:05, 1718 ნახვა
საზოგადოება
უამინდობამ გორსა და წყალტუბოში პრობლემები შექმნა
გორის რაიონის სოფელ სობისში ძლიერმა ქარმა ათამდე საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.
არსებული ინფორმაციით, გადაუღებელი წვიმის გამო, წყალი რამდენიმე სახლში შევიდა. მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს.
გარდა ამისა, გორის რაიონის სოფელ ჯარიაშენსა და ვარიანში ძლიერი სეტყვაც იყო, რის შედეგადაც ნათესები დაზიანდა.
სტიქია ასევე იმერეთს შეეხო. კერძოდ კი, ძლიერი წვიმის გამო, მდინარე რიონი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. მდინარის წყალმა წყალტუბოს რაიონის სოფელი ჟონეთი დატბორა. გადაუღებელი წვიმის გამო, დაიტბორა ეზოები და საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. ადგილზე სამაშველო სამსახურის ჯგუფები მუშაობენ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან