04:17 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-20 14:27:24, 2105 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი: არასდროს ვთვლიდი, რომ ჰილარი კლინტონი კარგი კანდიდატი იყო, ასეთად ჩემს თავს მივიჩნევდი

ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დემოკრატი კანდიდატი ჰილარი კლინტონი გააკრიტიკა, - ამის შესახებ CNN იუწყება.

როგორც ბაიდენმა ლას ვეგასში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ის ჰილარი კლინტონს კარგ კანდიდატად არასდროს თვლიდა.

არასოდეს მივიჩნევდი, რომ ჰილარი კლინტონი კარგი კანდიდატია. ჩემს თავს მივიჩნევდი კარგ კანდიდატად. არავინ უნდა გამოაცხადოს საპრეზიდენტო ამბიციები თუ მართლაც არ სჯერა, რომ ქვეყნის ისტორიის გარკვეულ მომენტში ყველაზე კვალიფიცირებული პირია, რათა ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს გაუმკლავდეს“, - აღნიშნა ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, ჯო ბაიდენის განცხადებით, "ჰილარი კლინტონს არასდროს სურდა პრეზიდენტო, რადგან არ ესმოდა მისი არსი. არჩევნებში მონაწილეობის გადაწყვეტილება მისთვის იყო, უბრალოდ ის რაც უნდა გაეკეტებინა".

მიუხედავად აღნიშნული კრიტიკისა, ბაიდენის თქმით, "საბოლოო ჯამში ჰილარი კარგი პრეზიდენტი იქნებოდა".

კითხვაზე - მიიღებს თუ არა ჯო ბაიდენი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშ მონაწილეობას, ყოფილმა ვიცე-პირეზიდენტმა თქმა:

"მე შემიძლია მონაწილეობის მიღება, თუმცა ამას სავარაუდოდ არ გავაკეთებ", - დასძინა ბაიდენმა.

ბაიდენის შეფასებით, ის კლინტონთან შედარებით პრეზიდენტობას თავს უკეთესად გაართმევდა. ბაიდენი თვლის, რომ ყოფილი პრეზიდენტის ბარაკ ობამას მემკვიდრეობას უკეთესად განავიტარებდა. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics