2017-05-20 11:23:16, 2234 ნახვა
მსოფლიო
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ლიდერობს
ირანის მოქმედი პრეზიდენტი ჰასან რუჰანი ქვეყანაში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ლიდერობს, - ამის შესახებ BBC იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, 26 მილიონი ამომრჩევლის ხმის დათვლის შემდეგ, ჰასან რუჰანის მხარს 14.6 მილიონი ადამიანი უჭერს, ხოლო 10.1-მა მილიონმა ებრაჰიმ რაისს მისცა ხმა.
ირანის საპრეზიდენტო არჩევნებში იმდენად მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, რომ საარჩევნო პროცესის 4 საათით გახანგრძლივება მოუხდათ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ირანში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან