2017-05-20 00:16:11, 2158 ნახვა
საზოგადოება
ნინო ოძელაშვილი სამბოში ევროპის ჩემპიონი გახდა
ნინო ოძელაშვილი სამბოში ევროპის ჩემპიონი გახდა.
ოძელაშვილმა ბოლო შეხვედრაში რუსი ირინა ალექსეევა დაამარცხა.
სამბისტთა ევროპის ჩემპიონატი ბელორუსის დედაქალაქ მინსკის სპორტის სასახლეში ჩატარდა. საქართველოს გუნდმა 3 მედალი - ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო მოიპოვა.
ოქროს მედლის მფლობელი ნინო ოძელაშვილი გახდა, ვერცხლის მედალი პაატა ღვინიაშვილმა მოიპოვა, ხოლო ბრინჯაოს მფლობელი ლევან ბერბერაშვილი გახდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან