2017-05-20 00:12:51, 2127 ნახვა
საზოგადოება
ბათუმი–ახალციხის გზაზე მეწყერი ჩამოწვა
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური წვიმების შედეგად ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 99-ე კილომეტრზე ფერდობზე განვითარდა მეწყერი.
მეწყერმა გზის სავალი ნაწილი ჩაკეტა. ამჟამად, ადგილზე მობილიზებულია ტექნიკა და მიმდინარეობს ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლების ინტენსიური მუშაობის შედეგად გზის გაწმენდა რამდენიმე საათში მოხერხდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან