2017-05-19 21:53:24, 1827 ნახვა
საზოგადოება
„მზიურში“ ასაფეთქებელი მოწყობილობა არ აღმოჩნდა
„მზიურის“ ტერიტორიაზე გამნაღმველებმა მუშაობა დაასრულეს.
როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.
შეგახსენებთ, რომ "მზიურის" ტერიტორიაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილოს არსებობის გამო, ადგილზე გამნაღმველები მივიდნენ. 112-ზე შევიდა შეტყობინება, რომ მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კაფეში შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა ყოფილიყო. ამის გამო მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია გახდა საჭირო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან