2017-05-19 21:11:14, 1929 ნახვა
საზოგადოება
„მზიურში“ გამნაღმველები მივიდნენ
"მზიურის" ტერიტორიაზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილოს არსებობის გამო, ადგილზე გამნაღმველები მივიდნენ.
112-ზე შევიდა შეტყობინება, რომ მზიურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კაფეში შესაძლოა ასაფეთქებელი მოწყობილობა იყოს.
ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული. ისინი მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაციას ახორციელებენ.
ამავე თემაზე: „მზიურის“ მიმდებარე ტერიტორიიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან