20:33 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 16:47:23, 1977 ნახვა

სამართალი კომენტარი
მამალაძის ადვოკატი: იმედი მაქვს, მომავალ სასამართლო პროცესზე დავბრუნდებით

დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებს იმედი აქვთ, რომ მომავალ სასამართლო პროცესზე დაბრუნდებიან.

როგორც ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ბრალდებულის მოთხოვნა იყო, რომ მათაც დაეტოვებინათ სასამართლო პროცესი და ისინი დასაცავის ინტერესების საწინააღმდეგოდ ვერ წავიდოდნენ.

„მამა გიორგი მამალაძემ დატოვა პროტესტის ნიშნად სასამართლო დარბაზი. იქვე მოგვიწოდა ჩვენ, მის ადვოკატებს, დაგვეტოვებინა დარბაზი. სისხლის სამართლის პროცესიდან გამომდინარე, ადვოკატებს აქვთ  უფლება,  დასაცავის ინტერესების საწინააღმდეგოდ წავიდნენ, მაგრამ მე რომ წავიდე მის წინააღმდეგ, იმოქმედებს ეთიკის კომისია, რომელიც მეტყვის, თუ რატომ წავედი ჩემი დასაცავის წინააღმდეგ. შესაბამისად, დავტოვე სასამართლოს სხდომა. მიმაჩნია, რომ ეს არის ერთჯერადი. იმედი მაქვს, დავბრუნდებით მომავალ სასამართლო პროცესზე“,-განაცხადა ადვოკატმა.

ფანცულაიასთვის უცნობია, დაბრუნდება თუ არა მომავალ სხდომაზე თავად ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე, თუმცა  იმედოვნებს, რომ ის მიიღებს სხდომაში მონაწილეობას.

„ეს იყო გიორგი მამალაძის მხრიდან პროტესტი. ჩვენ არ გვქონდა უფლება, დავრჩენილიყავით. სასამართლოს სხდომა იმიტომ დაიხურა, რომ გიორგი მამალაძე ვერ გატეხეს პირადი ცხოვრების მუქარით, ვერც ბრალის დამძიმებით და დახურულ სხდომაზე იმედი აქვთ, სასურველ განაჩენს გამოიტანენ“,-აღნიშნა ფანცულაიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics