14:19 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-19 15:15:49, 1964 ნახვა

სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დეკანოზის ადვოკატებმაც დატოვეს

ე.წ. ციანიდის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატებმაც დატოვეს.

როგორც მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, პროცესი მათი დაცვის ქვეშ მყოფის მოთხოვნის საფუძველზე დატოვეს.

ადვოკატ გიორგი ფანცულაიას განმარტებით, ბრალდებულმა გამოხატა პროტესტი სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით და ითხოვა, ადვოკატებსაც დაეტოვებინათ სხდომა. შესაბამისად, ფანცულაიას თქმით, მათ არ ჰქონდათ უფლება ბრალდებულის წინააღმდეგ წასულიყვნენ.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ მათი მხრიდან პროცესის დატოვება ერთჯერადად მოხდა და მამა გიორგი მამალაძე მათ მისცემს საშუალებას, მომავალ სხდომას დაესწრონ.

შეგახსენებთ, ე.წ. ციანიდის საქმეზე  არსებითი განხილვის სხდომა სრულად  დაიხურა. მოსამართლის აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ ბრალდებულის უკმაყოფილება გამოიწვია და დეკანოზმა გიორგი მამალაძემ სასამართლო სხდომა დატოვა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ზელენსკი აზერბაიჯანში ალიევთან შესახვედრად ჩავიდა
უკრაინულმა დრონებმა პირველად შეუტიეს ეკატერინბურგს, - ერთი დრონი ცენტრში მაღალსართულიან კორპუს მოხვდა
Georgian Airways: საწვავთან დაკავშირებული მდგომარეობა ნეგატიურად აისახა ავიაკომპანიაზე
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics