|
2017-05-18 16:33:44, 2171 ნახვა
ეკონომიკა
სებ-მა დარღვევების გამო, 34 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა, 13 პუნქტი კი, დააჯარიმა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა აჭარის რეგიონში არსებული 47 ვალუტის გადამცვლელი პუნქტი შეამოწმა. სებ-ის ინფორმაციით, "უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ" საქართველოს კანონისა და "ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის" მოთხოვნების დარღვევის გამო, 13 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს დაეკისრა საჯარიმო სანქცია 280 400 ლარის ოდენობით, ხოლო 34 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა. „საქართველოს ეროვნული ბანკი მუდმივად ახორციელებს ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მონიტორინგს და ახდენს რეაგირებას ნებისმიერ გამოვლენილ დარღვევაზე. ქვეყნის მთავარი ბანკი მომავალშიც მიიღებს შესაბამის ზომებს, რათა უზრუნველყოფილ იქნას ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობასთან შესაბამისობა და ასევე დაცული იყოს მომხმარებლის უფლებები. ამასთან, კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მომხმარებელს, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ ინფორმაცია როგორც გაცვლითი კურსის, ისე მომსახურების საკომისიოს შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ თვლით, რომ თქვენი უფლებები დაირღვა, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ საქართველოს ეროვნული ბანკის ცხელ ხაზზე 2 406 406 ან მოგვწეროთ - cp@nbg.gov.ge“, - ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)