10:12 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 15:26:43, 1751 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე: საერთაშორისო საზოგადოებამ ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ რუსეთის აგრესიაზე თვალი არ უნდა დახუჭოს

"ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმა-ავაშენოთ მყარი საფუძველი საქართველოს გრძელვადიანი განვითარებისთვის, მოვახდინოთ ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის კონსოლიდაცია და დავიცვათ საქართველოს ადგილი ევროპული ერების ოჯახში. საქართველოს მოსახლეობამ ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე მკაფიო მანდატი მოგვანიჭა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ვარშავაში, ცენტრალური დ აღმოსავლეთ ევროპის პარლამენტების თავმჯდომარეების სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ საერთაშორისო პოლიტიკაში ეროვნული პარლამენტების როლსა და რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე ისაუბრა.

პარლამენტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა საქართველოში მიმდინარე რეფორმების ახალ ტალღაზე და აღნიშნა, რომ რეფორმების მთავარი მიზანი ქვეყნის მოდერნიზება და საქართველოს მშვიდობის,დემოკრატიისა და კეთილდთეობის გზაზე შეუქცევადი სვლაა. მისივე თქმით, ეს ღირებულებები არის თანამედროვე ქართული სახელმწიფოს საძირკველი და ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია ამ ღირებულებების დაცვის საუკეთესო გარანტია იქნება. 

ირაკლი კობახიძემ ისაუბრა საკონსტიტუციო რეფორმაზეც და განაცხადა, რომ ეს რეფორმა პარლამენტს ქართული პოლიტიკის კიდევ უფრო მნიშვნელოვან ინსტიტუციად აქცევს.

„ვიმედოვნებთ, რომ ცვლილებებს პარლამენტი წლისბოლოს მიიღებს, რაც საქართველოში კონსტიტუციით მხარდაჭერილი დემოკრატიული განვითარების დასაწყისი იქნება“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ. 

ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საგარეო პოლიტიის შესახებ ცხადჰყოფს, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და მიღებული დოკუმენტი ქართველი ხალხის ნების დადასტურებაა. მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი პროევროპულ პარტიებს დაუჭირა. 

„პარლამენტი განაგრძობს საქართველოს პროდასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის განსაზღვრას. ჩვენ მტკიცედ დავუჭერთ მხარს ევროპულ საპარლამენტთაშორისო ფორმატის ინსტიტუციონალიზაციას“,- განაცხადა ირაკლიკობახიძემ. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საქართველო აფასებს მეგობარი ქვეყნებისა და მოკავშირეების უწყვეტ მხარდაჭერას უსაფრთხოების გაძლიერების, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებშიინტეგრაციისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის მიმართულებით, ინტენსიური რეფორმების განხორციელების ისტორიულ გზაზე.

ირაკლი კობახიძე სამიტის მონაწილეებს რეგიონული უსაფრთხოების საკითხების შესახებაც ესაუბრა და განაცხადა, რომ რუსეთის პოლიტიკა რეგიონისა და ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მიუხედავად რუსეთის პროვოკაციული ქმედებებისა, საქართველო მტკიცედ აგრძელებს კონფლიქტების მშვიდობიანად გადაჭრის პოლიტიკას. 

„საერთაშორისო საზოგადოებამ თვალი არ უნდა დახუჭოს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში რუსეთის აგრესიულ ქმედებებზე და უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ ვითარებაზე.საერთაშორისო საზოგადოების მტკიცე პოზიცია უმნიშვნელოვანესია, რათა რუსეთს მკაფიო გზავნილი გაეგზავნოს, რომ საქართველოს ტერიტორული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა და ევროპაშისაზღვრების გადაწევა შეჭრისა და ოკუპაციის გზით - მიუღებელია“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია საგარეო პოლიტიის შესახებ ცხადჰყოფს, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი შეუქცევადია და მიღებული დოკუმენტი ქართველი ხალხის ნების დადასტურებაა. მისივე თქმით, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველთა უმრავლესობამ მხარი პროევროპულ პარტიებს დაუჭირა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics