19:12 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-18 12:32:02, 2113 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ჯეჯელავა ფახრცალაძე-თორდიას საქმის გამოძიებაზე: ვიცი, რომ ყველაფერი კანონის და რეალობის შესაბამისად კეთდება

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, ნებისმიერი სახის ძალადობა   და მითუმეტეს, როცა მასში შეიძლება ჩართული იყოს  მაღალი თანამდებობის პირი,  განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. როგორც ჯეჯელავამ ფარცხალაძე-თორდიას საქმის კომენტირებისას აღნიშნა,  ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს. რაც შეეხება გამოძიების პროცესს, მინისტრი მას ნდობას უცხადებს:

„გამოძიების ადეკვატურობის შეფასება ჩემი გასაკეთებელი არ არის. ძალიან პრინციპული საკითხია. რაც შეეხება გამოძიების მიმდინარეობას, ჩემში ეს პროცესი ნდობას იწვევს და ვიცი, რომ ყველაფერი კანონის და რეალობის შესაბამისად კეთდება. პარტიული მედია, „რუსთავი2“-ს ვგულისხმობ, თავისი  საკუთარი  გამოძიების შედეგებს ასაღებს როგორც რეალობას, არსებობენ არასამთავრობოებიც, რომლებიც გამოძიებაზე უფრო ადრე თვლიან, რომ მათი დადგენილი ჭეშმარიტება შეშმარიტებაა.  ესეც არ არის სანდო და კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს ემსახურება ამ შემთხვევაში. რაც შეეხება იმას, რომ გამოძიება დაადგენს თუ არა სიმართლეს, დაადგენს სიმართლეს. დარწმუნებული ვარ“,-აღნიშნა ჯეჯელავამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics