04:04 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 16:49:24, 2338 ნახვა

მსოფლიო
პუტინი: აშშ-ში პოლიტიკური შიზოფრენია ვითარდება - ვინც ამ პოლიტიკას ატარებს, არიან სულელები და ბინძურები

ოფიციალური მოსკოვი მზად არის, ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტის სრული ჩანაწერი გადასცეს, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

როგორც პუტინმა განმარტა, ვიდეო ჩანაწერის მიწოდება იმ შემთხვევაში მოხდა, თუ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ამას მოითხოვს.

ვლადიმერ პუტინი ასევე საზოგადოებასა და მედიაში განვითარბეულ აჟიოტაჟს გამოეხმაურა, რომელიც სერგეი ლავროვის და დონალდ ტრამპის შეხვედრას მოჰყვა.

პუტინის შეფასებით, "აშშ-ში პოლიტიკური შიზოფრენია ვითარდება".

"ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-ში პოლიტიკური შიზოფრენია ვითარდება, სხვაგვარად არ შემიძლია ავხსნა ის ბრალდებები აშშ-ის პრეზიდენტის მიმართ, რომ მან ლავროვს რაღაც საიდუმლოება გაუმჟღავნა", - დასძინა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენთის თქმით, ის ადამიანები, რომლებიც "ამერიკაში შიდაპოლიტიკას არყევენ, ანტირუსული პოლიტიკის ლოზუნგით, ან სულელები არიან, ან ყველაფერი ესმით და ამას განზღახ სჩადიან".

"ასეთი ადამიანები არიან საშიში და ბინძური. ნებისმიერ შემთხვევაში ეს აშშ-ის საქმეა და ამაში ჩარევას არ ვაპირებთ", - აღნიშნა პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ის სერგეი ლავროვს უკვე ესაუბრა. მანვე ხუმრობით აღნიშნა, რომ საგარეო მინისტრს საყვედურს გამოუცხადებს იმის გამო, რომ მას ეს საიდუმლო ინფორმაცია არ გადასცა. 

„მომიწევს ლავროვისთვის საყვედურის გამოცხადება, ვინაიდან მან ჩვენ არ გაგვიზიარა ეს საიდუმლო ინფორმაცია, არც მე და არც რუსეთის სპეცსამსახურებს. მისი მხრიდან ეს ძალიან ცუდია“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.  

შეგახსენებთ, რომ Washington Post-მა ამერიკის ყოფილ და მოქმედ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს მკაცრად გასაიდუმლოებული სადაზვერვო ინფორმაცია გაამჟღავნა, რამაც უმნიშვნელოვანესი წყარო საფრთხის ქვეშ დააყენა. 

დონალდ ტრამპის მრჩეველის უროვნული უსაფრთხოების საკითხებში გერბერტ მაკმასტერის განცხადებით, Washington Post-ის მიერ გავრცელებული  ინფორმაცია, სიმართლეს არ შეესაბამება.

ამავე თემაზე: ტრამპი: რუსეთისთვის ინფორმაციის გაზიარების აბსოლუტური უფლება მაქვს

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics