|
2017-05-17 15:52:14, 1898 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: ჰერბერტ ზალბერის საქციელს ერთი პასუხი აქვს - პერსონა ნონ გრატად გამოცხადება
დამოუკიდებელი დეპუტატის სალომე ზურაბიშვილის შეფასებით, სამხრეთ კავკასიის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ჰერბერტ ზალბერის განცხადება არა მხოლოდ პრინციპულად მიუღებელია, არამედ საკითხის მიმართ მის უცოდინარობას ავლენს. როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, ქართული მხარე არ უნდა დაელოდოს ბრიუსელის რეაგირებას და ზალბერის უკან გაწვევა უნდა მოითხოვოს. „ასეთ შემთხვევაში ჩვენ მორჩილად არ უნდა დაველოდოთ ბრიუსელის რეაგირებას ან მობოდიშებას, არამედ დროულად მოვითხოვოთ მისი უკან გაწვევა. დიპლომატიას თავის მკაცრი წესები გააჩნია და ამ შემთხვევაში ჰერბერტ ზალბერმა დაარღვია საქართველოს სუვერენობის პრინციპი და ქვეყნის ინტერესებს ზიანი მიაყენა“, - განაცხადა ზურაბშვილმა. მისივე თქმით, ზალბერის საქციელს ერთი პასუხი აქვს - პერსონა ნონ გრატად გამოცხადება, რაც ყველასთვის გაფრთხილება იქნება.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)