2017-05-17 13:34:59, 1767 ნახვა
საზოგადოება
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან სამების ტაძრის მიმართულებით მსვლელობა დაიწყო
ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ვარდების მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისკენ აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა დაიწყო.
მსვლელობაში სასულიერო პირები, მღვდელმთავრები, მონაზონები და მრევლი მონაწილეობს. მსვლელობა მრავალჟამიერის და საგალობლების ფონზე მიმდინარეობას.
მსვლელობასთან დაკავშირებით რუსთაველის გამზირი და მიმდებარე ქუჩები გადაკეტილია.
ცნობისთვის, აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატს მორწმუნეები განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ, რადგან იგი წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა შემოაბრძანა საქართველოში.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან