12:11 - 05 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-17 13:15:10, 1898 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში სახალხო ზეიმი ,,ფრიდონობა" აღინიშნება

17 მაისი ცნობილი ქართველი პოეტის და საზოგადო მოღვაწის ფრიდონ ხალვაშის დაბადების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით აჭარაში უკვე რამდენიმე წელია, სახალხო ზეიმი ,,ფრიდონობა" აღინიშნება.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ მეუღლესთან, სოფიო ბაკურიძესთან ერთად პოეტის საფლავი ყვავილებით შეამკო. საკათედრო ტაძრისეზოში ფრიდონ ხალვაშის საფლავზე ოჯახის წევრები და მეგობრები, საქართველოს პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მწერალთა კავშირის წევრებიშეიკრიბნენ. მათ გაიხსენეს პოეტისა და საზოგადო მოღვაწის ცნობილი, ხალხისთვის საყვარელი ლექსები.

ღვთისმშობლის საკათედრო ტაძრის სასულიერო პირებმა პოეტის სულის მოსახენიებელი პანაშვიდი აღავლინეს. ცერემონიალის შემდეგ ღონისძიება სოფელგეგელიძეებში, პოეტის სახლ-მუზეუმში გაგრძელდება. პარალელურად გაიმართება სიმბოლური ღონისძიებები, რომლის ორგანიზატორები პოეტის სახლ-მუზეუმი და ქედის კულტურის ცენტრია.

„ფრიდონობა" ცნობილი ქართველი პოეტის, მწერლის, დრამატურგისა და პუბლიცისტის, საზოგადო მოღვაწის- ფრიდონ ხალვაშის სახელის ხსოვნას ეძღვნება დაყოველწლიურად აღინიშნება. ღონისძიება ქედის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის, ახალგაზრდულ საქმეთა და ძეგლთა დაცვისსამსახურის მიზნობრივი პროგრამის ფარგლებში იმართება. 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ერდოღანი: ევროპას თურქეთი უფრო სჭირდება, ვიდრე თურქეთს ევროპა
კოსტა: ევროპისთვის მნიშვნელოვანია სომეხი ხალხის თავისუფლების დაცვა, რათა მათ საკუთარი ბედი თავად აირჩიონ
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ჟურნალისტი გურამ როგავა, აცხადებს, რომ მასზე თავდამსხმელის ვინაობა დაადგინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics