|
2017-05-17 13:00:58, 1742 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო: ჰერბერტ ზალბერის განცხადება მიუღებელია, იმედი გვაქვს, ამას ბრიუსელის მხრიდან სათანადო რეაგირება მოჰყვება
ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისა და ჟენევის თანათავმჯდომარის ჰერბერტ ზალბერის მიერ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტისთვის, ანატოლი ბიბილოვისთვის ე.წ. არჩევნებში გამარჯვების მილოცვა მიუღებელი და გაუგებარია, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ნაბიჯი საერთაშორისო სამართლის პრინციპებს ეწინააღმდეგება და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის. „გვქონდა შეხვედრა ევროკავშირის ელჩთან, იანოშ ჰერმანთან, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე. კიდევ ერთხელ გაჟღერდა ევროკავშირის ურყევი პოზიცია და მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი, სუვერენიტეტისადმი და იმ სამშვიდობო პოლიტიკისადმი, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ახორციელებს. ევროკავშირის პოზიცია არა ერთხელ გაცხადებული იმ განცხადებებში, რომელსაც ევროკავშირის პერიოდულად აკეთებს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. ასევე იმ დამგმობ განცხადებებში რომელსაც ის აკეთებს, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადგილი აქვს პროვოკაციულ ქმედებებს და ასე იყო ცოტა ხნის წინ როდესაც ცხინვალის რეგიონში ჩატარდა ე.წ. არჩევნები და ე.წ. რეფერენდუმი - ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც გამოეხმაურა და დაგმო რუსეთის ფედერაციის ეს პროვოკაციული ქმედება საქართველოს ტერიტორიაზე. ასე რომ, ამ მხრივ ევროკავშირის პოზიცია არ შეცვლილა და როგორც აღვნიშნე, ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და კონფლიქტის მოგვარებას საერთაშორისო სამართლის პრინციპებით. ის, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის და ჟენევის თანათავმჯდომარის მხრიდან, რბილად რომ ვთქვათ მიუღებელი და გაუგებარია. ის ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და ხელს არ უწყობს როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევას კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგებისთვის. ჩვენ კავშირზე ვართ ევროკავშირის ხელმძღვანელობასთან და იმედი გვაქვს, რომ ამას სათანადო რეაქცია მოჰყვება ბრიუსელის მხრიდან", - დასძინა მინისტრის მოადგილემ. ცნობისთვის, მომხდარი ფაქტის გამო, საგარეო უწყებამ საქართველოში ევროკავშირის ელჩი დაიბარა. შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)