თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე 16:45 საათზე ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა.
სატრანსპორტო კომპანიის ინფორმაციით, მეტრო ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
შეგახსენებთ, რომ დღეს 16:15 საათზე ელექტროენერგიის შეფერხებით მიწოდების გამო, საბურთალოს ხაზი დროებით მგზავრებს ვერ ემსახურებოდა.
ელექტროენერგიის შეზღუდვა სომხეთთან დამაკავშირებელი ელექტროენერგიის ხაზის გამორთვამ გამოიწვია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან
News Agency ExpressNews - ექსპრესნიუსი
Epn.ge
Lifestyle News & More