2017-05-16 16:50:01, 2021 ნახვა
პოლიტიკა
მმართველმა გუნდმა თორდია-ფარცხალაძის საქმეზე საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი არ დაუჭირა
მმართველმა გუნდმა თორდია-ფარცხალაძის საქმეზე საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნას ამ ეტაპზე მხარი არ დაუჭირა.
შესაბამისი საკითხი პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის ნაწილმა დააყენა.
"ბიუროს სხდომაზე დაყენებული იქნა ეს საკითხი, თუმცა ამ ეტაპზე მხარი არ დავუჭირეთ ერთადერთი მიზეზის გამო, რომ ჩვენ უნდა ვენდოთ ჩვენს საგამოძიებო ორგანოებს, დავაცადოთ მათ გამოძიების წარმოება. თუ გამოძიების შედეგებიდან დარჩეს რაიმე კითხვის ნიშანი, მაშინ შესაძლებელის ვიმსჯელოთ კომისიის შექმნაზე, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საქმე",-განაცხადა მდინარაძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან