02:51 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-16 13:44:08, 1996 ნახვა

მსოფლიო
ილდირიმი: ევროპის უსაფრთხოება თურქეთიდან იწყება - ერდოღანი კი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გულმოწყალე ადამიანია

თურქეთის პრემიერ-მინისტრის ბინალი ილდირიმის განცხადებით, ევროკავშირი ნაცვლად პოლიტიკური ორგანიზაციისა, ბიუროკრატიულ ორგანიზაციად იქცა, - ამის შესახებ ბინალი ილდირიმმა ლონდონში ვიზიტის დროს გამოცემა London Evening Standard-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

როგორც ილდირიმმა აღნიშნა, თურქეთში მყოფ სირიელ ლტოლვილებთან დაკავშირებით ევროკავშირის წევრი ქვეყნის ზოგიერთმა ლიდერმა დანაპირება არ შეასრულა.

"ჩვენ ხალხს სიცოცხლე შევუნარჩუნეთ, ვზრუნავთ მათზე და ჩვენ მიწაზე თავშესაფარს ვაძლევთ. ევროპამ უნდა დააფასოს ეს და პასუხისმგებლობა აიღოს იმაზე თუ როგორ გავინაწილებთ ამ ტვირთს. ევროპისა და ევროპელი ხალხის უსაფრთხოება თურქეთიდან იწყება. ევროკავშირის მთავარი პრობლემა ის არის, რომ ევროკავშირი ნაცვლად პოლიტიკური ორგანიზაციისა, ბიუროკრატიულ ორგანიზაციად იქცა. მაღალი დონის ჩინოვნიკები ამ ორგანიზაციას წევრი ქვეყნების სახელით მართავენ. შესაბამისად, ნებისმიერ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება დიდ დროს ითხოვს", - დასძნა ილდირიმმა.

რაც შეეხება თურქეთის პრეზიდენტს ილდირიმის შეფასებით, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გულმოწყალე ადამიანია.

„როდესაც თურქეთის პრეზიდენტს უკეთ გაიცნობ, ის აუცილებლად მოგეწონება. ის პირდაპირ ამბობს სათქმელს და რაღაც თამაშებს არ თამაშობს. ამიტომაცაა, რომ ზოგიერთს ის არ მოსწონს“, - განაცხადა ბინალი ილდირიმმა.  





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics